00:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 18:25:34, 501 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი

"მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობის დროს იქნა მიღწეული.

„საქართველო პროგრეს აღწევს. ჩვენ განვახორციელეთ ყოვლისმომცველი პაკეტი, ჩვენ გვაქვს საერთო საწვრთნელი ცენტრი, ჩვენ გვყავს საქართველოში ნატო-ს 30 ექსპერტი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩავატარეთ რამდენიმე წვრთნა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირე ძალების მონაწილეობით. საქართველო ასევე ახორციელებს რეფორმებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ცალკე საქართველოსთვის, ასევე იმიტომ, რომ საქართველოს აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, "MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში".

“გასული წლის დეკემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ MAP-ი რჩება ინტეგრაციული პროცესის ნაწილად. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას მოისურვებენ სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობები, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაგრძელება, MAP-ის მნიშვნელობაზე ფოკუსირება. ეს არის მიდგომა, რომელიც ალიანსში მხარდაჭერით სარგებლობს.  მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში. სწორედ ამას ვაკეთებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics