00:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 18:26:57, 635 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკზე: ეს გარკვეული ბიძგია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ინდივიდუალურად წარდგენისგან თავი შეიკავონ

არც თუ ადვილია სრული თანხვედრა წარმოვიდგინოთ ამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ  5 %-იან ბარიერს“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას.

ცისკარიშვილის  შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება იქნება გარკვეული ბიძგი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ თავი შეიკავონ ინდივიდუალურად წარდგენაზე, თუ ამის რესურსი ექნებათ.

„ეს გარკვეული სიახლე გახლავთ  ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, რომ ასეთი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისა იყოს როგორც ოპოზიციური სპექტრი  გაერთიანებული და მხოლოდ პოლიტიკური ვითარება არსებული ასეთი კოალიციის შედგენის საფუძველი. არც თუ ადვილია სრული თანხვედრა წარმოვიდგინოთ ამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ვისურვოთ, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს ამ სუბიექტებს შორის. უკვე სიის შედგენისას იყვნენ ისინი  უფრო შორსმჭვრეტელი და იფიქრონ ხვალინდელ ქათამზე და არა დღევანდელ კვერცხზე. სხვა მხრივ ეს  რასაკვირველია იქნება გარკვეული ბიძგი  სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ თავი შეიკავონ ინდივიდუალურად წარდგენაზე, თუ ამის რესურსი ექნათ რასაკვირველია საინტერესო იქნება  რომელ პარტიებს მოუნდებათ, რომელიმე არსებული პარტიის ფრთის  ქვეშ გაფრთიანება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"  ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს.

ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის პარტია "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics