|
2016-06-08 17:02:32, 658 ნახვა
პოლიტიკა
"პოლიტიკურად მოტივირებულები ხართ"-დაპირისპირება მეორე არხის ჟურნალისტსა და პირველი არხის თანამშრომლებს შორის
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები და მეორე არხის ჟურნალისტი ნათია ბერსენაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საზოგადოებივი მაუწყებლის პროფკავშირისა და მედიაში დასაქმებული პროფკავშირის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გაფიცვის უფლებას, რომელიც მათ ოფიციალურად დღეიდან ენიჭებათ, ჯერჯერობით არ იყენებენ, ვინაიდან მედიაციის პროცესს პატივს სცემენ. თუმცა, მათივე თქმით, თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან, რის შედეგადაც "მოამბე" გაჩერდება. "მეორე არხის" ჟურნალისტი ნათია ბერსენაძე დაინტერესდა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინა მენეჯმენტსა და ახალ მენეჯმენტს შორის რა განსხვავებას ხედავენ, მაგალითად, როგორი იყო და არის ძველი და ახალი მენეჯმენტის დამოკიდებულება რიგითი თანამშრომლების მიმართ. საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ოპერატორმა კახა ჯანაშვილმა ნათია ბერსენაძეს მოგზავნილი უწოდა: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მოგზავნილი ხართ, მისვამთ კითხვებს, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანს ამ ყველაფერს. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არამედ ვარ ოპერატორი", - აღნიშნა ჯანაშვილმა. "არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას, ეს სასაცილოა", - უპასუხა ნათია ბერსენაძემ. მისივე თქმით, იზიარებს განცხადებებს, რომ პროფესიონალები უნდა დაფასდნენ, თუმცა, აინტერესებს, წინასაარჩევნოდ ასეთი ნაბიჯი რამდენად მიზანშეწონილი იქნება. "ეს შეკითხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ადმინისტრაციის პოზიციას ამყარებთ და მათი პოზიციიდან გამომდინარე საუბრობთ", - მიმართა ბერსენაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ლაშა მესხმა. ნათია ბერსენაძემ კვლავ იკითხა, ვინაიდან საარჩევნო წელია, "გაფიცვით ხომ არ მიაყენებენ ზიანს არა ტელევიზიის მენეჯმენტს, არამედ სახელმწიფოობას და ხომ არ ჯობდა, მოთხოვნები ოქტომბრის შემდეგ წამოეყენებინათ". "ქვეყნის მტრად გამოგყავართ. არჩევნები აქ არაფერ შუაშია. პარლამენტში კიარ ვმუშაობთ, ტელევიზიაში ვმუშაობთ.თქვენ იცით, რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები წლების განმავლობაში?! დაინტერესებულხართ, როგორ არსებობენ ეს ადამიანები?! აქ არის ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე დაყენებული საკითხები. ადამიანები, რომლებიც გაუშვეს, დაინტერესებულხართ, რატომ გაუშვეს?! მენეჯმენტი შეიცვალა 2013 წელს, რაღაცები შეიცვალა, რაღაცები არ შეიცვალა, რაღაცები გაუარესდა, რაღაცები "ვითომ" გამოსწორდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გამოსწორებულა, არის კატასტროფული სიტუაცია. მენეჯმენტის თქმით, რეორგანიზაცია დაწყებულია და ველოდებით შედეგებს ", -განაცხადა კახა ჯანაშვილმა. ამის შემდეგ ნათია ბერსენაძე დაინტერესდა, რას აპროტესტებდნენ - საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულების სამსახურიდან გაშვებას, თუ პირობების გაუმჯობესებას. "როდესაც დაგვაპირისპირეთ აბსოლუტურად უარგუმენტოდ საპარლამენტო არჩევნებთან, თქვენ რა პასუხი გქონდათ, რა უნდა გვეთქვა ჩვენ?! რომ რა, ჩვენ სახელმწიფოს ვუპირისპირდებით თუ რა, ვერ ვიგებ, რას ემსახურება ის, რომ ჩვენ დაგვაპირისპიროთ საპარლამენტო არჩევნებთან?!", - მიმართა ნათია ბერსენაძეს ჟურნალისტმა ლაშა მესხმა. კამათის დასასრულს, ჟურნალისტმა ნათია ბერსენაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, რომლებმაც პრესკონფერენცია გამართეს, პოლიტიკურად მოტივირებულები უწოდა. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დაახლოებთ, 3 კვირის წინ აქცია გამართეს. ისინი შრომის ადეკვატურად ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას ითხოვენ. ამავე თემაზე.http://epn.ge/index.php?id=25281
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)