21:00 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 16:35:35, 615 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ და დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო „DAR CAPITAL“ -ი დაათვალიერეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL"-ი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული; დღეისთვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს.

მათივე ცნობით, კომპანია, სადაც სტაბილურადაა დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი, ორიენტირებულია მაღალ-ტექნოლოგიურ განვითარებაზე; საწარმოში განხორციელებულია დაახლოებით ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; „DAR CAPITAL"-ი  სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

კომპანია ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ახლო მომავალში აპირებს ახალი ინვესტიციების განხორციელებას, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics