22:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 12:40:11, 540 ნახვა

პოლიტიკა
NGO: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვას ცდილობს

არასამთავრობო  ორგანიზაციები  8 ივნისს, ახალციხეში,  ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობის" ევროინტეგრაციის მხარდამჭერი  კონცერტის ჩატარებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  ხელის შეშლასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოხატავენ. 

კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მერიამ კამპანია „დაიცავი თავისუფლებას" წერილობით უარი უთხრა ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა.

"ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს,როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას,ხოლო "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ"საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა ადგილებში შეკრება-მანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება,არამედ,მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია.

იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას - პარკში, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ  ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია მსგავს ვითარებაშიც იცავს შეკრების თავისუფლებას და მოცემული არგუმენტით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა სცდება ამ უფლების შეზღუდვის  კონსტიტუციურ ფარგლებს.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, არც ერთი ადგილობრივი თუ ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ნებართვა არ არის საჭირო შეკრების/მანიფესტაციის ჩასატარებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, ნებართვისაგან უნდა გაიმიჯნოს წინასწარი გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს და არ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას, ნება დართოს ან არ დართოს შეკრების/მანიფესტაციის გამართვას. აღნიშნულ საკითხებზე რაიმე სახის სანებართვო სისტემის დაწესებას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების უკანონოდ გამოცხადება ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი არასამთავრობოები აწერენ:  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ; მედიის განვითარების ფონდი - MDF; თავისუფლების ინსტიტუტი - Liberty Institute; ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო; ლგბტ საქართველო -LGBT Georgia.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics