12:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2000-01-01 00:00:00, 713 ნახვა

საზოგადოება
ისტორიული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი მადრიდში დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მადრიდში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ვალადიმერ ვაისის გუნდმა "ალფონსო პერესის" სახელობის სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს 1:0 მოუგო.

ამხანაგურ მატჩში გოლი თამაშის მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.საგოლე ეპიზოდი ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო, მან ესპანელთა შეტევა ჩაჭრა, სწრაფი შეტევა წამოიწყო, ესპანელებმა ქართველი ფეხბურთელი თითქოს შეაჩერეს, თუმცა შეტევა ჯაბა ჯიღაურმა გააგრძელა, საბოლოოდ კი ისტორიული გოლო თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ესპანეთის ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით იყო: დე ხეა, ხუანფრანი (ბელერინი 46), პიკე, რამოსი (სან ხოსე 46), ალბა, ბუსკეტსი (პედრო 76), ტიაგო ალკანტარა (კოკე 46), ვასკესი (დავიდ სილვა 62), ფაბრეგასი (ინიესტა 46), ნოლიტო, ადურისი მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი იყო: რევიშვილი (კვასხვაძე 55), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (კობახიძე 84), აბურჯანია (ცისკარიძე 78), ჯიღაური, ყაზაიშვილი (ჭანტურია 72), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (ქვილითაია 72) მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

წინა ამხანაგური თამაში საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან 5:1 წააგო, ხოლო ესპანეთმა სამხრეთ კორეა გაანადგურა 6:1

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთი დონის გრანდთან მატჩი არასოდეს არ მოუგია. ხოლო ესპანეთს საკუთარ მოედანზე მატჩი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრების დამარცხება შარშანწინ გერმანიამ მოახერხა, მაშინაც ანგარიში 0:1 დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics