2016-06-07 22:00:51, 747 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ჯგუფ „Maroon 5"-ის კონცერტი დაიწყო
ბათუმში ჯგუფ „Maroon 5"-ის კონცერტი დაიწყო.
წვიმის მიუხედავად "საოცრებათა მოედანზე" უამრავი ადამიანია შეკრებილი.
ჯგუფის წევრები დღეს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ - მათ შორის: "Sunday Morning", "Moves Like Jagger", "Sugar" და სხვა.
ცნობისთვის, „Maroon 5"-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi" ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა" და „New York Brass Band"-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi" საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან