12:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:39:40, 659 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ 2015 წლის  17 ივლისს არქიტექტურის სამსახურს  AR1327702 განაცხადით მიმართა მოქალაქე ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა თამარაშვილის ქ. #13–ში მდებარე სამ საკადასტრო ერთეულზე: 01.10.16.004.097; 01.10.16.004.098 და 01.10.16.004.099 მრავალფუნქციური კომპლექსის დასაგეგმარებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა.

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“–ს 2015 წლის 26 ნოემბრის #55 სხდომაზე. ვინაიდან  წარმოდგენილი ესკიზური წინადადება არ ითვალისწინებდა სპორტული ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნებას, საკითხი საბჭოს მიერ  უარყოფითად შეფასდა.  (გადაწყვეტილება №2333655)

მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე - www.tas.ge .",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics