22:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:00:57, 545 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ახვლედიანს ბიძინა ივანიშვილთან კითხვები აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან/მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

ახვლედიანს ბიძინა ივანიშვილთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს, თუკი ლევან მურუსიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების  რეჟიმის მსხვერპლია, მაშინ თავად (ახვლედიანი) მსხვერპლის მსხვერპლია, თუ  მოძალადე.

მამუკა ახვლედიანის თქმით, სურს მოისმინოს ბიძინა ივანიშვილისგან პასუხი, რა მოხდა მასთან დაკავშირებით, როცა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

მამუკა ახვლედიანის შეფასებით, ლევან მურუსიძე სხვა ადამიანების მხრიდან იმართება. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებს, რომლებსაც,  მისი მტკიცებით, ლევან მურუსიძე ემორჩილება:

"ამ ადამიანებს ვიცნობ კარგად, მურუსიძესაც, ცერცვაძესაც, ჩინჩალაძესაც, მეიშვილსაც, გვენეტაძესაც,   რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს. შესაბამისად, თუ მურუსიძე მსხვერპლია,  მე მსხვერპლის მსხვერპლი ვარ, თუ  მოძალადე ვიყავი და მსხვერპლი დარჩა სასამართლოში, თუ რა ხდება?! მართლა მაინტერესებს, ეს კითხვა ბატონ ბიძინასაც შემიძლია დავუსვა - ჩემთან დაკავშირებით, რა მოხდა, თუ ეს ადამიანები  ვინმეს ემსახურებოდნენ, ეს სხვა საკითხია. მაგ აზროვნების ადამიანები თავისუფლად გადადიან ერთი მორჩილებიდან, სხვა ადამიანების მორჩილებაში.

მე არვიცი ეს ძველ ხელისუფლებას ემორჩილება, თუ ახალს, მაგრამ ამ ადამიანებს თავისი ხედვა და თავისი პიროვნება რომ არ გააჩნიათ, ეს ზუსტად ვიცი, მათი აზრი მხოლოდ არის ვინმეს მორჩილება. ამ წუთში შესაძლებელია,  ვინმეს მორჩილება კი არა, შესაძლებელია ფულის, ძალაუფლების მორჩილება.  არ ვიცი რას ემორჩილებიან. ესენი პოლიტიკურად დანიშნულები კი არ არიან, ისინი არიან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მათ არც საქართველო, არც ქვეყანა, არც სასამართლო ესმით, არც წარსულში ესმოდათ და ვერც  მომავალში გაიგებენ.

 ვერ დავადებ ხელს, რომ მურუსიძე "ქართული ოცნების" ლობირებითაა მოსამართლედ არჩეული, ჩემს თვალწინ არაფერი მომხდარა,  მაგრამ ის 4 ადამიანი, რომელიც პარლამენტის მიერაა წარმოდგენილი, რომლებიც ასე გულმოდგინედ პირდაპირ  აღიარებენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულს, რატომ დაუჭირეს მურუსიძეს მხარი?! მურუსიძე აქ არ არის მთავარი. მურუსიძე წარმოადგენს სხვა ადამიანებს. მას საკუთარი  აზრიც არ აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის არის სხვა ადამიანების რუპორი, უბრალოდ სხვები ოთახებიდან მართავენ იმიტომ, რომ მათ სახეებს ბევრი იცნობს-ერთი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოაგილეა, მეორე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, თვითონ  რომ გამოჩნდნენ, ყველამ იცის,  ვინ არიან ესენი. წარმოადგინეს თავისი ჭკუით უკეთესი ადამიანი, მათი აზროვნების სტილსაც აქედან მიხვდებით, რომელიც შედარებით სუფთაა და წარმოიდგინეთ, მურუსიძე რომ ვინმეზე შედარებით  სუფთა  იქნება, დანარჩენები როგორები და ვინ არიან",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში  ადრე და ახლა არსებულ ვითარებაზე და მათ შორის მურუსიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, კვლევას ატარებს. ახვლედიანის განცხადებით, ლევან მურუსიძეს კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოუწევს:

"ვატარებ კვლევას და ლევან მურუსიძე პასუხს მიიღებს, როგორი დამოუკიდებელი იყო მის პირობებში სასამართლო  სისტემა და პირველ  წლებსაც გავახსენებ,  მის კონკრეტულ მოქმედებებს სასამართლოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ აქვს ლევან მურუსიძეს. ადრე მოუწყენია ასე რომ ვთქვათ, ასე მარტივად  ნუ შეხედავს ამ საკითხებს. თუ ჰგონია, რომ სასამართლო სისტემაში ყველა ასეთი მორჩილია, მემგონი ჩემი სახით დავადასტურე, რომ სხვა აზრიც არსებობს და კიდევ ბევრს აქვს სხვა აზრი სასამართლო სისტემაში და  ძალიან მალე დაინახავს, რა სიტუაციაში აღმოჩნდება და   ქართულ საზოგადოებასთან კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს და მოუწევს პირდაპირ საუბარი კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელიც მოქმედმა საბჭომ და მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც  ჩაიდინეს", - აღნიშნა მურუსიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე "ექსპრესნიუსთან" სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას აპირებს, ასევე  პარალელურად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს, რომლის შესახებაც დეტალებს  უახლოეს მომავალში  გაახმაურებს:

"რაღაც გეგმები მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციას დავაარსებთ და გარკვეულ პროექტებზე ვმუშაობთ და  უახლოეს პერიოდში ვამცნობ ქართულ საზოგადოებას, ჟურნალისტებს,  რა თემებზეც ვმუშობთ და ვეცდებით, ყველა, თითოეული ამ ადამიანის სახე დავანახოთ ქართულ საზოგადოებას, ვინ არიან ესენი, ან წარსულში ვინ იყვნენ, ან ახლო მომავალში რა ხედვები აქვთ და როგორ მართავდნენ და მართავენ დღეს სასამართლო სისტემას", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

შგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მურუსიძის თემა "ნაციონალური მოძრაობის" წამოწეულია და  მურუსიძე ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლია.

მისივე თქმით, ის ნიკა გვარამიასა და ლევან მურუსიძეს შერჩევით არ უდგება.

"2013 წლის ოქტომბერში ლევან მურუსიძე საერთო სასამართლოში მეორე პირად აირჩიეს. მაშინ არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც არასამთავრობოებს, არც „რუსთავი -2“-ს ხმაური არ აუტეხიათ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც  კი მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ დაეშვათ მურუსიძის არჩევა. ვინ ეკითხება პრეზიდენტს ვის აირჩევს და ვის - არა. მურუსიძე იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი. რატომ გამოარჩიეთ ერთი მურუსიძე?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ,  სანდრო გირგვლიანის საქმის სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე 3 წლის გამოსაცდელი ვადით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ 2015 წლის 25 დეკემბერს  აირჩიეს. მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics