22:44 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:14:25, 680 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი კვესიტაძეს: თქვენგან განსხვავებით, არ მყოფნის თავხედობა, სასამართლოს მივანიშნო, როდის რა უნდა დაამთავროს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი2"-ის პროცესების    სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს.

თუმცა, ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ "რსუთავი2"-ის გენერალური დირექტორი ძალიან უზრდელობს და  სასამართლო სხდომას სწორედ ამიტომ ატოვებინებენ:

"საუბედუროდ, ვერ მოხერხდა იმ ფორმით  შეხვედრა "რუსთავი2"-თან, რა ფორმითაც მე შემოგთავზეთ. მადლობელი ვარ, რომ დამპატიჟეთ გადაცემაში (ეკა კვესტიძის გადაცემაში), არ გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ კიდეც შეხვედრა. შეუძლებელია ტელევიზიებში სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ. ეს სპეციალობას მოითხოვს. აშშ-ს ელჩის პოზიცია მინდა გავიზიარო. თქვენი დორექტორი ხშირად უხეშ სიტყვებს იყენებს და ძალიან უზდელობს, ამიტომაც გამოაძევეს სასამართლოდან, არ მინდოდა, ეს გამეხსენებინა.

არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას. იშვიათად ვაკვირდები.  უფრო მეტს ვკითხულობ, ვიდრე ვუყურებ,  იშვიათად ვუყურებ ტელევიზიას. კარგად გვახსოვს სასამართლო როგორი იარაღი იყო ხელისუფლების  ხელში. ჩემი წერილის შემდეგ ირმა ნადირაშვილის რეპლიკა მომეწონა, რომელ თავისუფალ მედიაზეა საუბარი, აგერ ონლაინში ვუყურებ "რუსთავი2"-ის სასამართლოსო. შედარება ვნახოთ, როგორია,  ონლაინში უყურებს და თვითონ "რუსთავი2" აშუქებს მას და გაიხსენეთ "იმედში" რა ხდებოდა, სად იყვნენ ჟურნალისტები,  იატაკზე როგორ დღეში იყვნენ. ასეთ მარგალიტებს აფრქვევს ახლა ირმა ნადირაშვილი.

ჩემი დამოკიდებულება პირადად ისაა, რომ შეეგუეთ, თქვენც უნდა მიეჩვიოთ, ქალბატონო ეკა, თქვენი მეუღლეც, თქვენ რომ ყველაფერის უფლება გქონდათ თავის დროზე და ყველაფერს კადრულობდით(პერსონალურად არ მიიღოთ), თქვენი გუნდი, გაიხსენეთ კარგად ის "იმედი", რაც იყო თქვენს დროს, კანონი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის  თქვენზეც. ვერაფრით ეგუებით, სადაც სამართალი მოგაკითხავთ, იქ სამართალი აღარ არსებობს. ვერავინ მოიტანს საბუთს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს და ამის მცდელობა გააჩნია. სასამართლოს მივეცით თვითგანვითარების საშუალება. 9 წლის განმავლობაში სასამართლო სათამაშოდ გქნოდათ გადაქცეული. გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როცა "იმედის" ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეკა კვესიტაძის კითხვაზე, "რუსთავი2"-ის პროცესი არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ უნდა დამთავრდეს, ივანიშვილმა  ასე უპასუხა:

"ვერ მივანიშნებ სასამართლოს,  როგორ უნდა დამთავრდეს  პროცესი, თქვენგან განსხვავებით არ მყოფნის სითავხედე სასამართლოს მივანიშნო, როდის რა უნდა დაამთავროს. ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, ახლა მენეჯმენტის შეცვლა ტელევიზიაში მიუღებელია და არასასურველია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics