|
2016-06-07 13:55:01, 1012 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში" გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ,,აჭარის საბადო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის" პროექტი განიხილეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და მუნიციპალიტეტის გამგებლები ჩაერთვნენ. გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ფაზა, რომელიც ჩატარებული სამუშაოების პარალელურად ითვალისწინებს არსებული დოკუმენტის დეტალურ განხილვას. ანგარიშში ასახულია აჭარაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. სისტემის სხვადასხვა კრიტერიუმისა და ფილტრების გამოყენებით აჭარის რუკაზე მონაცემების ვიზუალიზაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში კომპანიის ოპერირების გამარტივების მიზნით, ბათუმმა და ხუთმა მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა მოაწერონ მართვის კონტრაქტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. დოკუმენტის მიხედვით კომპანია ექსპლუატაციას გაუწევს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, ასევე ლოკალური სერვისცენტრების მეშვეობით განახორციელებს სამომავლო ინვესტიციების დაგეგმარებას, რაიონების მიხედვით სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას და სხვადასხვა პროექტების იმპლემენტაციას. სამუშაოების მონიტორინგს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით , საკონსულტაციო კომპანია (IGR AG) გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით ხორციელდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)