21:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:44:14, 593 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: "რუსთავი 2"-ში არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლა არასასურველია, რადგან ამას ევროპასა და ამერიკაში ვერ გაიგებენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პოლიტიკურად არასასურველია, რომ არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე, "რუსთავი2"-ში მენეჯმენტი შეიცვალოს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კვესიტაძის კითხვა "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. კვესიტაძე დაინტერესდა, როგორ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, პროცესი არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ უნდა დამთავრდეს,   ასევე   უნდა შეხვდეს თუ არა ტელეკომპანია არჩევნებს იმ ფორმით, როგორითაც დღეს მაუწყებლობს.

ივანიშვილის თქმით, "რუსთავი2"-ში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მენეჯმენტის შეცვლას, ევროპაში და ამერიკაში სწორად ვერ გაიგებენ:

"ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, დაწყებული გვარამიადან და მის ქვემოთ, არაა სასურველი, რადგან ამას პირველ რიგში ევროპასა და ამერიკაში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"რუსთავი2"-ის პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამწუთებშიც მიმდიანრეობს.

ტელეკომპანიის  საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics