|
2015-02-27 10:22:21, 1016 ნახვა
სამართალი
შსს-მ ძარცვის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი თ. ძარცვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ღამით, მოქალაქეს ავტომანქანიდან ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც 110 ლარი, ოქროს ორი ყელსაბამი და პირადი დოკუმენტაცია იყო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნაძარცვი ნივთები თბილისში, სხვადასხვა ლომბარდში, ფულის მიღების მიზნით ჩააბარა. პოლიციამ ოქროს ორივე ყელსაბამი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)