21:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 12:36:59, 727 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტი სამარცხვინო იყო, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო. მე მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი და მთლიანად საზოგადოებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მომხდარზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმითვე დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით და ეს იყო სირცხვილი იქ რაც მოხდა. რა თქმა უნდა ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ.

დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები იმ ფორმებს, ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გააკეთა და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლიუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ, პრევენცია მოახდინონ და მეტი აღარ განმეორდეს. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ექს-პრემიერის აზრით, კორცხელის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის შედეგი იყო და ეს გიგა ბოკერიას ქმედებებსაც ეტყობოდა, თუმცა ეს მმართველი გუნდის ქმედებებს არ ამართლებს.

„თუ მაინც მოვახერხებთ მოკლე ანალიზის გაკეთებას, რა თქმა უნდა მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და კადრებიც ვნახე. ისიც კარგად შევამჩნიე როგორც მოსწონდა ბოკერიას, როცა წამოდგა ფეხზე და სიჩუმეს იძახდა, რომ შედეგი მიიღო, იქვე ეტყობოდა.

მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ,  არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს პროვოკაცია კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და იმას, რაც იქ მოხდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics