21:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 12:17:47, 598 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ადამიანის უფლებების მხრივ პრეტენზია მაქვს, ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

ივანიშვილმა შესავალ სიტყვაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი გაიხსენა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, ასევე ქვეყანაში დაცულია ბიზნესი,  ადამიანის უფლებები, ერთი უფლების გამოკლებით, ივანიშვილის განმარტებით, ადამიანს საქართველოში ოჯახის ღირსეულად რჩენის საშუალება არ აქვს. ამიტომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძირითად პრობლემას სწორედ  ეკონომიკაში ხედავს:

"ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.  თვითონ იბრალდებნენ, რომ მშვიდობიანად წავიდნენ, სინამდვილეში, ჩვენ ისინი ვაიძულეთ, რომ მშვიდობიანად წასულიყვნენ.  ყველაფერი გავკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო და სიზუსტით ვმოქმედებდით. ამან გამოიღო შედეგი და არა მათმა განწყობამ. ვფიქრობ,  მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, ამდენი  ტელევიზია არასდროს ყოფილა საქართველოში, ვერავინ იტყვის,  რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში ერევა. განცდა აქვს სახელწმიფოს, რომ ლობირება გაუწიოს ბიზნესს  და ახერხებს როგორც შეუძლია.  ადამიანის უფლებების მხრივ პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ერთი უფლების გამოკლებით, ადამიანის ძირითადი უფლება უნდა იტყოს, რომ მას საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა შეეძლოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. ამ მხრივ პრობლემები დიდია.ეს ეკონომიკაზეა დაფუძნებული",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics