|
2016-06-07 11:57:42, 750 ნახვა
საზოგადოება
25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, დღეის ნაცვლად, 10 ივნისს განახლდება
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, დღეის ნაცვლად, პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო, ინტერნეტი მიუწვდომელია. „თბილისის მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი მიუწვდომელია. შესაბამისად, შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება და შეფერხებით მუშაობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, თუმცა განცხადებები მაინც მიიღება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებია რაიონულ გამგეობებშიც. ამავდროულად, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო ვერ მოხერხდება. რეგისტრაცია პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)