2016-06-07 09:34:33, 618 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელეჟურნალისტებს შეხვდება
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოს ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა 12:00 საათზე „ტექნოპარკშია“ დაგეგმილი. შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდება და იგი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ბიძინა ივანიშვილის ჟურნალსიტებთან შეხვედრები გააგრძელდება ერთი კვირის შემდეგაც. ექს-პრემიერი 14 ივნისს გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან