|
2016-06-06 19:36:32, 560 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან გამართა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 19 მაისს, სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღინიშნა, ეს კრიმინალური აქტი აშკარად აჩვენებს, იმას, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კიდეც ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ასეთი მიდგომები გაგრძელდება და ევროპის საბჭო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ფლობდეს სრულ ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპის საბჭოს ჩართულობას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღდგენის პროცესში. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრისას საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა. აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო მიეცემათ ამომრჩეველთან მუშაობისათვის. ხაზი გაესვა ვენეციის კომისიასთან ''საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა ოქროს წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)