|
2016-06-06 15:37:59, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ოფიციოზთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები. როგორც ვიზიტის დაწყების წინ, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობას. "საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ის ფონი და გარემო, რომელიც არსებობს ევროკავშირში - საკუთარი შიდაპრობლემებით, მათ შორის, იგივე დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით. უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენი თნამშრომლობის სხვა პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვას და საქართველოში და ჩვენს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.ასევე განხილული იქნება საარჩევნო თემატიკა, არჩევნებისთვის მზადება და ის ნაბიჯები, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, პრეზიდენტი პირი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს. ხვალ, სტრასბურგში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და სოციალ - დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.
საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)