10:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 15:04:01, 540 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც Forbes Georgia და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გაიმართა,  წარმოდგენილი იყო საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

დავით ნარმანიამ ყურადღება საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაამახვილა. 

„ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გპირდებათ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს ჩვენთან ბიზნესის წამოწყებასა და წარმართვაში. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევქმენით ღია, გამჭვირვალე და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ჩვენთან მარტივია ბიზნესის დაწყება, რადგანაც გვაქვს გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები ქონების განკარგვაზე, მშენებლობაზე და ა.შ. მშენებლობის ნებართვების გაცემა ელექტრონული ფორმით ხდება, რაც სულ რამდენიმე დღეს მოიცავს. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად მზარდია. ბაზარზე ღია და სამართლიანი კონკურენციაა.  წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას აფასებენ, როგორც სტაბილურსა და პოზიტიურს. გვაქვს თავისუფალი სასამართლო, შესაბამისად, ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მისი ჩარევის გარეშე.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენთან ინვესტირება არის უსაფრთხო და ამავდროულად გვაქვს დაბალი გადასახადები. ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics