|
2016-06-06 14:10:51, 1494 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება
C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად C ჰეპატიტის სამკურნალო უახლოესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. STOP-C ბაზაში რეგისტრირებული პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს- (ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა NIV-100/ა)) ამისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს. ახალმა პაციენტებმა კი მკურნალობის პროცესში ჩართვამდე უნდა ჩაიტარონ ყველა საჭირო კვლევა და მიმართონ C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს. ანტი HCV კვლევა- C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრალურ, რეგიონულ ფილიალებში და NCDC მობილური ამბულატორიების მეშვეობით. ასევე, თბილისში ეროვნულ სკრინინგ ცენტრში. HCV RNA კვლევა- ანტი HCV დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი იტარებს რაოდენობრივი კვლევის ანალიზს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. პრე-რეგისტრაცია- HCV RNA დადებითი პაციენტი მიმართავს სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს, სადაც გაივლის პრე-რეგისტრაციის პროცესს. ამ ეტაპზე პაციენტი ირჩევს რეგიონს და მისთვის სასურველ კლინიკას, სადაც გადამისამართდევა დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად. რეგისტრაცია-კვლევების დასრულების შემდეგ, ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)) პაციენტი მიმართავს სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს და რეგისტრირდება მკურნალობის კომპონენტშიჩასართავად. მკურნალობის დაწყება- რეგისტრაციის ბაზიდან, რიგითობის დაცვით, 2 კვირაში ერთხელ ხორციელდება განცხადების კომისიური წესით განხილვა და პაციენტები გადამისამართდებიან სერვისის მიმწოდებლებთან სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად. პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები ვალიდურია 2015 წლის 28 აპრილიდან (C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან) ჩატარებული ყველა კვლევა და ფორმა NIV-100/ა, რომელიც გაცემული უნდა იყოს მხოლოდ სერვის მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ. ცნობისთვის , ამ ეტაპზე STOP-C არსებულ ბაზაში რეგისტრირებულია და მომლოდინე რეჟიმში 13 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. პაციენტების რიგის მართვა განხორციელდება კლინიკებთან შეთანხმებით. ბაზაში დარეგისტრირების თარიღის მიხედვით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გრძელდება უწყვეტად და ითვალისწინებს მოცვის გაფართოვებას. ყოველწლიურად 20 000- 30 000 პაციენტის მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც ახალი შემთხვევის გამოვლენას გულისხმობს. პაციენტთა გაზრდილი ნაკადის უკეთ სამართავად, გაიხსნება C ჰეპატიტის სერვის- ცენტრი (ფალიაშვილის 110) , რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 პაციენტს მოემსახურება. ცენტრი დაკომპლექტდება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით (10-15) სერვის-ცენტრი საშუალებას მოგვცემს პაციენტთა რიგების მართვა განხორციელდეს ცენტრალიზებულ დონეზე. ამავე ცენტრში შესაძლებელი იქნება სკრინინგული კვლევევბის ჩატარება, რაც უფრო გაუადვილებს პაციენტებს პროგრამაში მოხვედრის გზას. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისთვის სავალდებულო იქნება სერვის-ცენტრში დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად იფუნქციონირებს სკრინინგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები. სერვის ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს როგორც პაციენტებისთვის, ასევე კლინიკებისთვის სერვისის მიღების პროცესს. ამავე სერვის-ცენტრში იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიდებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, მიაწოდებს ბენეფიციარებს.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)