10:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:03:47, 514 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალი ოფისი გახსნა.

წერეთლის გამზირზე მდებარე  შენობას  ცენტრის საჭიროებების  გათვალისწინებით, სრული  რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ასევე გამყარდა  შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი. იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი  უწყების ახალი ოფისი, უშუალოდ თანამშრომლების  სამუშაოს  სპეციფიურობის გარდა, "ყოფილ პატიმართა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის  პროგრამის"  ბენეფიციარებზეა  მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის  პრევენციის მიზნით  ხორციელდება და მასში ყოფილი პატიმრები, მათ შორის  არასრულწლოვნები არიან ჩართულნი.  "დანაშაულის  პრევენციის ცენტრი" ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს  სთავაზობს. ახალ ოფისში პროგრამის  ბენეფიციარებთან   შეხვედრებისთვის   სპეციალური  სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა -ყოფილმა პატიმრებმა, მაქსიმალურად კომპფორტულ   გარემოში შეძლონ  კომუნიკაცია  დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის  სოციალურ  მუშაკებთან  და თანამშრომლებთან.

"დანაშაულის პრევენციის ცენტრს დღეიდან ექნება წერეთლის გამზირზე ახალი ოფისი. ჩვენ სრული რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ ამ შენობას, რომელიც  იყო იუსტიციის სამინისტროს საარქივო ცენტრი  ბევრისათვის, თბილისელისთვის კარგად ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრამა, რომელიც მე დავაარსე 2012 წელს ყოფილი პატიმრებისთვის, ვინც პრობაციონერები არ არიან და ამიტომ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ სახელმწიფოსგან, მათ შეძლონ  ჩვენს სოციალურ მუშაკებთან პრივატულ გარემოში შეხვედრა, მათ შორის არის ძალიან ბევრი არასრულწლოვანი, ყოფილი პატიმარი და იმ ახალი  პოლიტიკის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ უკვე მეოთხე წელია, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, ეს ცენტრი და ახალი ინფრასტრუქტურა თავის როლს  შეასრულებს. შედეგები გვაქვს ძალიან კარგი. 4 წლის განმავლობაში ჩვენს ხელში გაიარა 1600-მდე პატიმარმა, მათ შორის  600-ზე მეტს გაეწია ჩემი კოლეგების, ბატონი დავით სერგეენკოს  ხელშეწყობით, უფასო სამედიცინო დახმარება, მერია გვეხმარება ძალიან და ასევე  ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს ის, რომ 200-ზე მეტი ყოფილი პატიმარი დასაქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარასოდეს გაიხედავენ დანაშაულისკენ. იუსტიციის საგრანტო სისტემამ გაამართლა და 50-ზე მეტი ყოფილი პატიმრის უკვე მცირე ბიზნესი არსებობს საქართველოში ჩვენ მიერ გაცემული პატარ-პატარა გრანტის თანხმების წყალობით და ეს არის არაერთი ბედნიერი ოჯახი, რომელიც აღარასდროს იხილავს ციხის კარს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ოფისის გახსნას   პარტნიორი  სახელმწიფო უწყებებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო კომპანიების  წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიაზე გაიმართა  ყოფილ პატიმართა  ნამუშევრების გამოფენა.

"ყოფილ პატიმართ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის  ბოლოს  იუსტიციის მინისტრ  თეა წულუკიანის  ინიციატივით  შეიქმნა. მისი მიზანი  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან  გათავისუფლებული  იმ პირების რეაბილიტაციის  ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან  პრობაციონერები და ამიტომ კიდევ  მეტად ჭირდებათ  სახელმწიფოს დახმარება. 2013-2015  წლებში პროგრამით ისარგებლა  1621-მა  ყოფილმა  პატიმარმა.  ამათგან იურიდიული  კონსულტაცია გაიარა 403-მმა  ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის  მომსახურება გაეწია 235 ბენეფიციარს; დასაქმდა  203  ყოფილი  პატიმარი; 207-მა  ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა  პროფესიული  გადამზადების  კურსები; 597 ბენეფიციარს  გაეწია  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის  დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი  მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს  საგრანტო  კონკურსის ფარგლებში  43 ყოფილი  პატიმრის  42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics