|
2016-06-06 12:55:06, 3340 ნახვა
კულტურა
დღეს პუშკინის დაბადების დღეა
დღეს ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღეა. რუსი მგოსანი და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი 1799 წლის 6 ივნისს მოსკოვში დაიბადა. აზნაურების ოჯახის შვილი და მეფის კართან დაახლოვებული პუშკინი მალევე დაუპირისპირდა მეფეს და დეკაბრისტებს გამოუცხადა სოლიდარობა. მგოსანი ამის გამო, რამდენჯერმე გადაასახლეს. ამ პერიოდში მან თავისი არაერთი შედევრი შექმნა, მათ შორის "ბორის გოდუნოვი". 1823 წელს მუშაობა დაიწყო რუსული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ქმნილებაზე "ევგენი ონეგინზე", რომელზე მუშაობაც პუშკინმა 1830 წელს დაასრულა. პოემა რუსული ენის ენციკლოპედიად იწოდება. 1831 წლის თებერვალში მან ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. ცოლ-ქმრის სასახლესთან დაახლოების მიზნით ნიკოლოზ I-მა 1833 პოეტს უბოძა მისი ასაკისა და მდგომარეობისათვის დამამცირებელი კამერიუნკრის საკარისკაცო წოდება. პოეტი იძულებული გახდა ევლო სასახლეში, სადაც ცოლ-ქმარი მალე მოექცა ინტრიგებისა და ჭორების ქსელში. კონფლიქტი პუშკინსა და "მაღალ საზოგადოებას" შორის პოეტის დუელით დასრულდა მისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერთან დანტესთან და 1837 წლის 8 თებერვალს სასიკვდილოდ დაჭრილი პოეტი, ორი დღის შემდეგ, პეტერბურგში გარდაიცვალა. დღემდე მითქმა-მოთქმის საგანია პუშკინის გარდაცვალების რეალური მიზეზი. არსებობს დაუდასტურებელი ვერსია, რომ დანტესი პოეტთან "მიგავნილი" იყო მეფის მიერ. "რადგან იმ ხანად არ მოინახა რუსი ადამიანი, ვინ პუშკინს ტყვიას ესროდა, მეფემ იპოვა დანტესი", - მიიჩნევენ პოეტის თაყვანისმცემლები. 1829 წელს მგოსანმა იმოგზაურა საქართველოში, თბილისში სამ კვირამდე დაჰყო და როგორც შემდეგ, მისი ლექსებიდან ირკვევა, ჩვენმა ქალაქმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. 6 ივნისი რუსული ენის დღედაც ითვლება. რუსულ ენას მსოფლიოში მერვე ადგილი უკავია ამ ენაზე მოსაუბრე ხალხთა რაოდენობის მიხედვით. (საუბარია 177 მილიონ ადამიანზე). ამ მხრივ პირველ ადგილს ჩინური ენა იკავებს, მეორეს - ესპანური, მესამეს - ინგლისური, მეოთხეს - არაბული, მეხუთეს - ჰინდი, მეექვსეს - პორტუგალიური, მეშვიდეს - ბენგალური.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)