19:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 12:54:51, 509 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით,  სამწუხაროა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება  იგვიანებს.

თუმცა, წულუკიანის თქმით,  მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი  და ფიქრობს, რომ პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში დადებითი იქნება. ამასთან, წულუკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთდა და ახლა ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება:

"ქართველმა ხალხმა იცის, რომ მისმა მთავრობამ მასთან ერთად უამრავი რეფორმა განახორციელა, მათ შორის უმძიმესი რეფორმები, იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა, რაც გვეკუთნის იმიტომ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიულად წევრი,  მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება  იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი.  ბევრი არაფერი შეგვიძლია ამ ეტაპზე, უკვე რაც შეგვეძლო ყველაფერი გაკეთდა. ახლა უკვე  ევროკავშირის დიდმა სახელწმიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ  მათ  გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილნი იმით, რომ  არავის მივეცით მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ან ქართველმა ხალხმა, ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ  ოპტიმისტები, დაველოდოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს ჩვენთან მიმართებაში, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულ თემაზე  ევროკავშირის ელჩები მიმდინარე  კვირაში იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics