|
2016-06-04 18:32:26, 950 ნახვა
საზოგადოება
ვიზიტი ესტონეთში - ქართველი მასწავლებლები ესტონური სწავლების პრაქტიკასა და მეთოდებს გაეცნენ
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ინიცირებულ პროექტში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული 10 მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. პედაგოგებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, საჯარო და კერძო სკოლებს ეწვივნენ, შეხვდნენ ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს წარმომადგენლებსა და კოლეგებს, გაეცნენ ესტონური სწავლების პრაქტიკასა და მეთოდებს. ვიზიტის ფარგლებში, 30 მაისს, მასწავლებლები ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროს ექსპერტს, იმბი ჰენოს შეხვდნენ, რომელმაც მათ ესტონეთის რეპუბლიკის განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ესტონეთში განათლების მიღება 17 წლამდე ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა. საშუალო განათლებას ესტონელი ბავშვები პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით ღებულობენ. არსებობს გამოცდები მე-3, მე-6 და მე-9 კლასის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ შესაბამისი ცოდნა ვერ მიიღო, მას ზაფხულის განმავლობაში 2 კვირიანი სასწავლო კურსის გავლა მოუწევს, რის შემდეგაც მასწავლებელთა საბჭო მის შემდეგომ საფეხურზე გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლე არჩევანის წინაშე დგება- გააგრძელოს სწავლა გიმნაზიაში (მე10 - მე12 კლასი), ან მიიღოს პროფესიული განათლება. როგორც საშუალო სკოლა, ასევე გიმნაზია უფასოა. სახელმწიფო თითო მოსწავლის განათლებისთვის წელიწადში 5 ათას ევროს გამოყოფს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს აკადემიური განათლების მიღების საშუალება ეძლევა. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ესტონეთში უფასოა, ხოლო დოქტორანტი ესტონეთის მოქალაქე სახელმწიფოსგან სტიპენდიის სახით 800 ევროს იღებს. საშუალო სკოლები სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება, ხოლო გიმნაზიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ესტონეთის მასშტაბით, 250-მდე სკოლა და გიმნაზია მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ PISA-ს რეიტინგში, ესტონეთი განათლების კუთხით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. განათლებისა და კვლევის სამინისტროს შემდეგ, მასწავლებლებმა პელგულინის გიმნაზია მოინახულეს, სადაც 1000-მდე მოსწავლე სწავლობს. პელგულინის გიმნაზია, ისევე როგორც ესტონეთის სხვა სკოლები, აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით: სამრტბორდებით, კომპიუტერებით, 3D პრინტერებით და სხვა. ამასთან, გიმნაზიაში მოსწავლეებს რობოტოტექნიკის შესწავლის საშუალება აქვთ. გარდა ამისა, მასწავლებლები INNOVE-ს ფონდს ეწვივნენ, სადაც მათთვის დავალებების ციფრული ბანკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ესტონეთის ყველა მასწავლებელს შემაჯამებელი ნაშრომების დიდ არჩევანს აძლევს. 31 მაისს, მასწავლებლები ესტონეთის განათლების დედაქალქ ტარტუში გაემგზავრნენ. გზად მათ პუურმანის სოფლის სკოლა მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა გრაფების მანტოიფელების ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც მათ 1918 წელს, ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოერთვათ. სკოლა 1923 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ამ დროისთვის 90 ბავშვი სწავლობს. სკოლა პარკშია განლაგებული, რომლის ტერიტორია 4 ჰექტარს აღემატება. სკოლაში განთავსებულია ასევე მუზეუმი. ტარტუში ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებლები ანელინის გიმნაზიასაც ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება რუსულ და ესტონურ ენაზე შეუძლიათ. მასწავლებლებს ბილინგუალური განათლების ესტონური თავისებურებები აუხნეს. ამასთან, ქართველი პედაგოგები ტარტუს უნივერსიტეტის განათლების ინოვაციების ცენტრის წარმომადგენელს ანზორ ბარკალაიას შეხვდნენ, რომელმაც მათ ესტონური განათლების ინოვაციები გააცნო. დღის ბოლოს მასწავლებლებისთვის სამეცნიერო ცენტრ „აჰჰააში“ კულტურული პროგრამა მოეწყო. 1 ივნისს, მასწავლებლები ტარტუს კათოლიკური განათლების ცენტრის საზაფხულო ბანაკს ეწვივნენ, სადაც ბანაკის საქმიანობას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრში სწავლის ბოლო ორი კვირა საზაფხულო ბანაკში მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეებს ველურ პირობებში გადარჩენისთვის საჭირო უნარ–ჩვევებში ამზადებენ: ცეცხლის დანთება ასანთის გარეშე, თევზაობა ანკესის გარეშე, საკვების მოპოვება და სხვა. ტალინში დაბრუნების შემდეგ, მასწავლებლები ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულფებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა მიიღო. მან მასწავლებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა. 2 ივნისს, მასწავლებლები ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ. სასწავლო ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. შეგახსენებთ, პროექტში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია აპრილის თვეში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 110 პედაგოგი შეირჩა. აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტები წარადგინეს. პროექტის 10-მა გამარჯვებულმა მასწავლებელმა, ესტონეთში სასწავლო კურსი გაიარა. პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)