|
2015-02-26 19:11:05, 1412 ნახვა
ეკონომიკა
აბაშიშვილი: ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარდგენას უნდა დაველოდოთ
"მნიშვნელოვანია, დაველოდოთ სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში დასრულებას და მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას",-ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იზიარებს თუ არა ის ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკისრება. "გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს.შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს გააცნეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის ძირითადი პრინციპები, ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში დასრულების შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად მუშაობს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმაზე, სავალუტო სტაბილიზაციის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ იქნება შემუშავებული, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, საზოგადოებას გააცნობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაველოდოთ მისიის საქართველოში დასრულებას და შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ევროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)