09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 19:01:05, 756 ნახვა

საზოგადოება
ხვალ ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნება

იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეეძლებათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალს ბორჯომში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
 
ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისათვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი.
 
ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალზე დასწრება ყველა ბორჯომელსა და ქალაქის სტუმარს შეუძლია. დღესასწაულში მონაწილეობის მსურველთ შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა ელით: მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით მოირთვება, დაგეგმილია კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა" და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; გაიმართება სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისათვის. საღამოს ულამაზესი ფოიერვერკი დაასრულებს.

ბორჯომის იუსტიციის სახლის 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა" განახორციელა.

ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლები.  მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში − ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში.  
 
იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics