2016-06-03 17:15:28, 626 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ჯონ კოსტელო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კოსტელო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება 30 მაისს გამოსცა.
საქართველოში სასოფლო - სამეურნეო სექტორის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს ჯონ კოსტელოს, პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენი პირადად გადასცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან