09:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:04:47, 711 ნახვა

საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge-ზე იქნება შესაძლებელი. 

წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები ერთი თვის განმავლობაში - ივლისის თვეში იმუშავებს. 

საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც სავალდებულოა. 

რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება. 

გთავაზობთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:
გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური; 
დიდუბე: №15, №23, №92; 
ვაკე: №1, №27, №75, №142; 
ისანი: №17, №29, №26, №182, №215;
კრწანისი: №51, №206; 
მთაწმინდა: №170, ტაბახმელა; 
ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;
საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო); 
სამგორი №12, №45, №72, №128, №163, №28; 
ჩუღურეთი №34, №5. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics