17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 13:23:18, 558 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღაზე": საგაზაფხულო სესიის დამთავრებამდე ეს პაკეტი მიღებული იქნება

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღა" შეჩერებულია.

ბარამიძის განმარტებით, მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტებს მესამე მოსმენით განიხილავენ და დარწმუნებულია, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ:

"არ მესმის, რის საფუძველზე შეიძლება განვაცხადოთ, რომ მართლმსაჯულების  რეფორმის მესამე ტალღა შეჩერებულა.ის არის პარლამენტში და წინ არის მხოლოდ მესამე მოსმენა. საგაზაფხულო სესია ჯერ არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ, დამთავრებამდე ეს პაკეტი იქნება მიღებული",-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დასრულებულ საკანონმდებლო  პაკეტს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეც ელის:

"რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ჩვენ ველოდებით მესამე წაკითხვით უკვე დასრულებულ საკანონმდებლო პაკეტს და ეს არ ნიშნავს, რომ დამთავრდება მართლმსაჯულების რეფორამა",-განმარტა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,  რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეეხება, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და  სამოქმედო გეგმის  შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტიც იმუშავებს:

"ამ კუთხით ჩვენ ვიმუშავებთ  სტრატეგიაზე, რომ გაძლიერდეს არა მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობა, არამედ როგორც კონკრეტული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ვიმუშავებთ ასევე გადატვირთული სასამართლოს განტვირთვისა და მოსამართლეთა განტვირთვის საკითხებზე.სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაზე, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით  ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწაზე. ეთიკის ახალი სტანდარტების შექმნაზე და სხვა საკითხზე, რომელსაც კომიტეტში შემავალი ნებისმიერი უწყება დააყენებს და რომელსაც ექნება სათანადო პოზიციები",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა  პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი,  თუმცა, როგორც ცნობილია, კვლავ გადაიდო.

“მესამე ტალღის" კანონპროექტებზე  საკანონმდებლო ორგანოში  განხილვები თითქმის, რვა თვეა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და  სამოქმედო გეგმის  შემუშავების მიზნით შექმნილი  კომიტეტის პირველი  სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო და  საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics