|
2016-06-03 13:12:59, 520 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები: პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. “პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. კენჭისყრის შედეგად, პროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის ინიცირებამდე წინასწარი კონსულტაციები გაიმართა წამყვან პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რომლის დროსაც, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მხარს დაუჭერდნენ ე.წ. გერმანულ მოდელს. სისტემის ცვლილების სხვა ინიციატივებისგან განსხვავებით, ამ მოდელის მიღებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ სჭირდება. სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომაზე არ მოგროვდა ხმათა საკმარისი რაოდენობა კანონპროექტის მხარდასაჭერად. კანონპროექტს მხარი ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა”, „ეროვნულმა ფორუმმა” და დამოუკიდებელმა დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების გამო სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ხუთი წევრი, შესაბამისად მათ მონაწილეობა არ მიუღიათ კენჭისყრაში და ვერ მოხერხდა კანონპროექტის გასვლისთვის საჭირო ხმების შეგროვება. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა. ვინაიდან, კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კომიტეტის ცამეტმა წევრმა გაიარა, შვიდი ხმა საკმარისი იქნებოდა კანონპროექტის მისაღებად. სამწუხაროა, რომ მიუხედავად წინასწარ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს საკმარისი ხმების მობილიზება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელიდან არ გაუშვას საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების ისტორიული შანსი, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში და მხარი დაუჭიროს მის მიღებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)