17:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 12:50:30, 648 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით,  ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში ადრე არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე, საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნო.

მურუსიძის შეფასებით, საქართველოში  სასამართლო  ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა:

"ბიძინა ივანიშვილთან ვისაუბრე, რომ სასამართლოში იყო პრობლემები, ხელფასის მომატების თემა იყო, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე ვისაუბრე და გავუცვალე ჩემი ხედვა და მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, ჩემი პოზიცია არის ის, რომ სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს არ ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოდებ, უპასუხისმგებლო განცხადებებეს დაანებონ თავი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც როგორც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აცხადებს, არც მურუსიძის. ზოგიერთს ჰგონია, მულტფილმი რომ არის,  სოფლის შენებას სიმღერით უშველის და ზოგადად სიმღერით აშენდება სოფელი. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, რომ როცა საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გვაქვს ხარვეზები, მაგრამ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიაჩნია სწორად. მოსამართლეები ვალდებული არიან საზოგადოების წინაშე, მაგრამ ლანძღვას  არ გაიტარებენ და ლანძღვა არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი",-განაცხადა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics