17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 12:10:08, 611 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მურუსიძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 წლის წინ ნათია გუჯაბიძის მიმართ საჩივარი განიხილა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, საბჭოში   მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ საჩივარი შევიდა, რომლის განხილვის შემდეგაც,  მოსამართლის მხრიდან რაიმე დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. 

მურუსიძე არ აკონკრეტებს, ვისგან შევიდა და რას ეხებოდა  საჩივარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ამასთან, ლევან მურუსიძე ჟურნალისტებთან საუბრისას  განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე, ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით).

 რაც შეეხება ნათია გუჯაბიძის მიერ ბინის ქირავნობის საკითხს, მურუსიძის ინფორმაციით, გუჯაბიძემ მისთვის უცნობი მიზეზის გამო,  საბჭოს  თავად მიმართა და ქირაზე უარი განაცხადა:

"ზოგადად, დისციპლინური სამართლაწარმოება ეს არის კონფიდენციალური, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ გუჯაბიძის მიმართ არასოდეს არ ყოფილა რაიმე სახდელი დაკისრებული, რაც შეეხება, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს არაა კონფიდენციალური. მან თავად მიმართა განცხადებით საბჭოს და უარი თქვა ქირაზე.მიზეზი არვიცი. როდესაც არსებობს საჩივარი და როდესაც არის  ზოგადად მოთხოვნა, რომ  მოსამართლეს აქვს რაღაც გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.საჩივარი ყველა მოსამართლეზეა, ჩემზეც არის შემოსული ხოლმე. ვისგან შემოვიდა საჩივარი გუჯაბიძის მიმართ, ეს კონფიდენციალურია. დისციპლინური გადაცდომა მის მიმართ არა თუ ამ საქმეში, სხვა საქმეშიც გამოყენებული არ ყოფილა",-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძე არ პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას,  იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ ნათია გუჯაბიძე ბინას ოჯახის წევრისგან ქირაობდა.

ინფორმაციისთვის, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით, ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბინას სახელმწიფოს ხარჯზე  საკუთარი ოჯახის წევრისგან ქირაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics