2016-06-03 11:26:29, 582 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგში უცხოელი ტურისტი დაიღუპა
ყაზბეგში უცხოელი ტურისტი დაიღუპა. ტრაგედია მყინვარწვერზე მოხდა, რა დროსაც ის 25 მეტრიან ნაპრალში ჩავარდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
თუმცა მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან იყო ტურისტი საქართველოში ჩამოსული.
„ასეთი ტრაგედია ნამდვილად მოხდა. 25 მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. ამიტომ მთამსვლელებმა ამოიყვანეს გარკვეულ დონეზე. შემდეგ ადგილზე ჩავიდა ჩვენი ვერტმფრენი, გადმოვიყვანეთ ბაზაზე. ჩაერთო სასწრაფო დახმარება“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან