|
2016-06-02 19:46:07, 633 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი
"ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი; ამიტომ, ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება და მიზეზების დადგენა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში, სადაც საუბარია წარსულში ( 2004-2012 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მთელ სამუშაო ჯგუფს მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებისთვის. მისივე თქმით, „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები" მომზადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე და ეს არ იყო მხოლოდ ქართული საზოგადოების მოთხოვნა. „დღეს დაიდო დასკვნა, რომლის ერთი გადახედვაც კი საკმარისია, რომ მთელი სურათი თვალწინ დაგიდგეს და კიდევ ერთხელ შეგძრას. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაინც ყველა ჩვენგანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება შენს სამშობლოში, შენ გვერდით ხდებოდა - სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა, მკვლელობები. და ამის მომსწრე გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს. დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული კიდევ უფრო შემზარავია ეს ფაქტები და კიდევ უფრო სისტემურ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მასშტაბები რომ შემაშფოთებელი იყო და დანაშაული მართლაც სისტემურ ხასიათს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამოც ბევრი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული, არის საქმეები, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით,"–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრჯერ განაცხადა და საქმით დაადასტურა, რომ მისი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა ქვეყანაში, რადგან საქართველო დღეს ადგას დემოკრატიული განვითარების, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზას. „ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება. მეტსაც გეტყვით, დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისაგან სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. და მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებებისა, მათ ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი, მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა, ისინი არ გახდებიან შანტაჟისა და ანგარიშსწორების მსხვერპლნი. და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ხალხის მონაპოვარი. ამითაა გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა,"–განმარტა პრემიერ–მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა და დღეს ხელისუფლების მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაა. მანვე ხაზი გაუსვა პრევენციული ზომების გატარების მნიშვნელობას. „უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ადამიანის მიმართ მსგავსი მოქმედებები. ჩვენ უნდა შევუქმნათ გარანტიები ჩვენს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო იდგება ადამიანის სამსახურში და აღარასოდეს იქნება მჩაგვრელისა და მწამებლის როლში,"–განაცხადა პრემიერმა. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შემუშავებაში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მსგავსი ფაქტები აღარასდროს განმეორდება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)