|
2015-02-26 16:46:02, 367 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე შარაშენიძე: რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი ჩვენთვის დამღუპველია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე ექსპერტებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს რკინიგზის საკითხის განხილვასაც აპირებს. როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოსთვის დამაზიანებლი იქნება, ვინაიდან რუსეთი მას სათავისოდ გამოიყენებს და კავკასიაში ურთიერთობებს გაიმტკიცებს. თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტი საქართველოსთვის დამღუპველია. "რკინიგზა ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ჩვენთვის მომგებიანი არ არის და არანაირი ხეირი არ იქნება. ეს საქართველოს გაგვიფუჭებს ურთიერთობას პარტნიორთან აზერბაიჯანთან. ასევე რკინიგზის გახსნა არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზეთში ჩასხდნენ და თბილისში გამოიქცნენ. ეს კიდევ დაეხმარება რუსეთს კიდევ უფრო გაამტკიცოს თავისი ურთიერთობები კავკასიაში. რადგან ამ რკინიგზის ამუშავებით დაუკავშირდება სომხეთს. ამაში ჩვენთის არაფერი კარგი არაა.შეხვედრას რაც შეეხება, დღევანდელ შეხვედარზე რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იქნება საუბარი. იმედი გვაქვს, განვიხილავთ რკინიგზის თემასაც. ამ თემის მიგდება, მიჩუმათება არანაირად არ შეიძლება. აქამდე ეს თემა მეორე პლანზე იყო გადაწეული. ახლა ვიღაცამ გადაწყვიტა მისი ამოწევა. მე ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ვალია, ხმა ამოვიღოთ ამ პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის დამღუპველია",-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. კარასინის თქმით, აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხს პოლიტიკური დელიკატურობით განიხილავს. "რაც შეეხება უფრო რთულ საკითხებს, მათ შორისაა სატრანსორტო საკითხები. აქ ჩვენ შეხვედრაზე სარკინიგზო მიმოსვლაზე ვსაუბრობდით.ამ საკითხებსაც განვიხილავთ, მარამ პოლიტიკური დელიკატურობიდან გამომდინარე, სხვის ნაცვლად არაფერს ვწყვეტ, ვნახავთ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა",-განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში გამგზავრებამდე ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრაზე.
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)