16:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 22:17:22, 532 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ვეტოს შესაძლო დაძლევაზე: საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ისეთივე ფუნქციური, როგორც აქამდე იყო

"საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ისეთივე ფუნქციური, როგორც აქამდე იყო" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად აქვს პრეზიდენტს იმის იმედი, რომ ვეტო არ იქნება დაძლეული.

გიორგი მარგველაშილმა "აჭარის" ტელევიზიასთან ინტერვიურში პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის [პრეზიდენტსა და პრემიერს] კონსესუსი შედგა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა პოლიტიკოსებიც გაიზიარებენ მის დამოკიდებულებას და ხაზგასმის აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩება ისეთივე ფუნქციური, როგორიც ის დღეს არის.

"როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება, შემდეგ როდესაც მივიღეთ კანონი ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები ფაქტობრივად საკონკსტიტუციო სასამართლოს არაფუნქციურად აქცევს, ბუნებრივია ჩვენ ჩავრთეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოც, ყველაზე მნიშვნელოვნად ჩავრთეთ ვენეციის კომისია და ის რაც უნდა გაკეთებულიყო, უმოკლეს ვადაში, 7 დღეში მოვახერხეთ, რომ ვენეციის კომისიიდან მივიღეთ პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ამ საკითხზე და ამ სჯელობაში წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიცია. ჩვენ დავდეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით, აი ვენეციის კომისია, რომელიც ამბობს ზღვარს, რა არის დემოკრატიული და კონსტიტუციური, მოდით ნუ გადავალთ ამ ზღვარს, არამედ ამ ჩარჩოების შიგნით ვიპოვნოთ კონსესუსი, ასეთი კონსესუსი შედგა, პირველ რიგში გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება შეთანხმება, ასეთი კონსესუსი შედგა და შესაბამისად მე მაქვს მოლოდინი რომ ამ კონსესუსიდან გამომდინარე ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს, დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა. შედეგით კმაყოფილი ყველა არ იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსესუსამდე და ეს კონსესუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებაში და ფარგლებში. და საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ისეთივე ფუნქციური როგორც აქამდე იყო," - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics