16:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 21:46:18, 544 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან შეხვედრები გამართა

ნიდერლანდების სამეფოში, ქ.ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან- მიხილ სერვაესთან (ლეიბორისტული პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე) და ჰან ტენ ბრუკესთან (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე). შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას.

შეხვედრებზე, აგრეთვე, ისაუბრეს ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება, იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები და გამახვილდეს ყურადღება ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

„ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება. საქართველო არის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ნატო-სა და ევროკავშირისთვის და ეს ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობითა და ევროპული უსაფთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში წვლილის შეტანით," - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში (Hague Institute for Global Justice) სიტყვით გამოსვლისას. საჯარო ლექცია და დისკუსია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე, ასევე, 1 ივნისს, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას ჰააგის ანალიტიკური და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცების მიზნით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმების წარმატების განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი კრებული „Georgia's European Way's" წარუდგინა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics