|
2015-02-26 16:39:22, 521 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მენაშენეების კონკურსში გამარჯვებული კომპანიებისგან, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში ბინებს შეისყდის. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გუბერნატორის მოადგილემ კოტე ლომიძემ დღეს ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ობიექტები მოინახულეს. უწყების ცნობით, გამარჯვებული მენაშენეებისაგან თბილისში შესყიდული იქნება 210-მდე, ქუთაისში 53, ბორჯომში კი 33-მდე ბინა იქნება. კონკურსში გამარჯვებულ 4 მენაშენესთან 5 ობიექტის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ხოლო 2 მენაშენეს მიეცა ვადა, გარკვეული დაზუსტებების წარმოსადგენად, როგორიცაა სამხარაული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ობიექტის მდგრადობის შესახებ. სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს ,,აღმაშენებელიქუთაისი“-სგან ქუთაისში, ერისთავის ქ. N7-ში, შმიდტის I შესახვევსა და დ.აღმაშენებელის N81-ში მდებარე ობიექტებში ჯამში 53 ბინა შეისყიდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ ბინების გარკვეულ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. შესყიდული საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება. მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 35 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. პირველ ეტაპზე, შერვაშიძის ქ. N53-ში, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ჯამში 160 ბინა იქნება. ამასთან, ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სოზარ სუბარი ანკომისა და მუხნარის ჩასახლებაში ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს მარტის დასაწყისში ქუთაისში ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობაში ბინები გადაეცემათ. ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ბინას 109 დევნილი ოჯახი მიიღებს, ობიექტის რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)