09:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 19:58:50, 591 ნახვა

საზოგადოება
"ვენდის" ამერიკულ რესტორანში ბავშვებს ცნობილი სახეები მოემსახურნენ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს "ვენდის"  ამერიკული რესტორანი განსაკუთრებულად  ხვდება.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე  "ვენდის" მთელ ქსელში პატარა სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა. საბავშვო მენიუზე მათ საჩუქრად  გაორმაგებული  მონეტები გადასცეს. დოლიძის ქუჩის კუთხეში მდებარე  მსოფლიოში ყველაზე  დიდ "ვენდის" რესტორანში  მისულ პატარა სტუმრებს კი, განსაკუთებული სიურპრიზი დახვდათ.

სალაროებთან მათ ყველასთვის ცნობილი  და საყვარელი სახეები: ანატოლი ბოისა, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი, გოგიჩა და ნინი, ირინა ონაშვილი, თიკა ჯამბურია, მაიკო კაჭკაჭიშვილი, მამულიჩა თავიანთ პატარებთან ერთად მოემსახურნენ და  ყველა მსურველს  ფოტოს გადაღების შესაძლებლობა მ

"ეს იყო არაჩვეულებრივი კამპანია "ვისოლ ჯგუფის" ორგანიზებით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა, რადგან კიდევ ერთი დღე გავულამაზეთ პატარებს. მოვემსახურეთ კლიენტებს, გამოვიწვიეთ, ასე ვთქვათ, ოვაციები და ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, დადებითი ემოცია მივიღე  და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა პატარას დღევანდელ დღეს",-აღნიშნა ირინა ონაშვილმა.

"ვენდის" რუსთაველის, ცინცაძის, ვაკის,  გლდანისა და დიღმის ფილიალებში კი, ტრადიციისამებრ, "ვენდის" გოგონებმა ბავშვების გართობაზე სახის მოხატვით, მხიარული მუსიკით, თამაშებითა და სახალისო მისალოცების დარიგებით იზრუნეს.

"ბავშვებზე დიდი სიხარული არ არსებობს.  ყოველი დღე არის მათი, ყველა პატარას ვულოცავ სულით და გულით, რასაც საკუთარს, იმას ვუსურვებ ყველა პატარას საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა ცნობილ საახეებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს და ჩვენთან ერთად ბავშვებიც გაახარეს. ძალიან ჟრიამულია, სიხარულია და ეს იყო ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"ვისოლ ჯგუფის" მიერ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები  4 ივნისს წყნეთში "სმარტისა" და "დანკი დონატსის" ობიექტზე ზაფხულის  სეზონის  გახსნის საზეიმო  ღონისძიებებით გაგრძელდება. 10 ივნისს კი,  "რაიდმედთან ერთად"  ჯგუფი საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაცია "რაიდმედთან" ერთად.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის  განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013  წელს დაიწყო. "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში 2015  წლის დეკემბრიდან  ამერიკული რესტორნების  ქსელმა "ვენდის" იმპორტის უდიდესი წილი  ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და "სმარტთან", "მარშესთან", "პურის სამყაროსთან", "მილკოსა" და "ბადაგთან" თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე  ქართული ქათმის ხორცით, ბოსტნეულითა, თუ სხვა  პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics