02:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 15:31:15, 898 ნახვა

სხვადასხვა
1 ივნისი - ბავშვთა უფლებების დაცვა მათი აზრის მოსმენით იწყება

დღეს თბილისის სხვადასხვა უბანში ბავშვთა მონაწილეობით ზეიმები და გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ძალიან პოზიტიური, ფერადი და დადებითი მოვლენაა. მსოფლიო და მათ შორის საქართველოც 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს. ბავშვთა უფლებების დაცვა ყოველდღიურად მათი აზრის მოსმენით იწყება.

სურვილი ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1 ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა ჩინელი ობოლი ბავშვები შეკრიბა და მათთვის "დუან-უ ცზეს" ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი) მოაწყო. ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე, ჟენევაში ”ბავშვთა” კონფერენციას დაემთხვა.

ამ დღესასწაულის არსებობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -1949 წელს განმტკიცდა, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის მომავალ თაობაზე (კაცობრიობის მომავალზე) ზრუნვა, სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა გაეხადათ. პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1950 წელს აღნიშნეს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. ასევე 1 ივნიში არის შეხსენება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.

პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა

ყველა ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მიუხედავად – რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებებისა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პატარა დაცული უნდა იყოს დისკრიმინაციისგან. ყველა ბავშვის უფლებაა დაცული იყოს მათი ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ბავშვთა კონვენციით აღიარებული ყველა უფლების დაცვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ და გამოხატონ საკუთარი აზრი, მოუსმინონ და მათთან ერთად იმსჯელონ, გაითვალისწინონ და გაიზიარონ მათი შეხედულებები უფროსებმა.

საქართველოში ამ დღეს ბევრ სიურპრიზს ელიან. თბილისის პარკ მზიურში ტრადიციისამებრ „მზის ფესტივალი“ ტარდება, რომლის ფარგლებში სათამაშოებისა და ხელნაკეთობების ბაზრობა, თოჯინების დამზადების მასტერ-კლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრები, ასევე მშობლებისთვის მხიარული კონკურსები იმართება.

ამ დღეს ზოოპარკში ილუზიონისტის შოუ და საცირკო წარმოდგენა გაიმართება, რომლის დროსაც ბავშვებს ფოკუსების და საცირკო ნომრების შესრულებას ასწავლიან, საუკეთესოები კი სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დამთვალიერებლები ასევე თოჯინების თეატრისა და ჩრდილების თეატრის სპექტაკლების ნახვას შეძლებენ.

"ექსპრესნიუსი" ყველა პატარას ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს!

ფოტორეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics