|
2016-06-01 11:56:41, 620 ნახვა
საზოგადოება
ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა
სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაშიჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპისქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა და სლოვაკეთისრესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე ხაზი გაესვა ბათუმში დაგეგმილიბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა დაგააქტიურებას. ადგილობრივ და სლოვაკელ ბიზნესმენებს B2B შეხვედრაზე ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმრო ჰილტონში ბიზნეს ფორუმს გახსნიან. მოგვიანებით კი მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს,დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას და სახელოსნოებს. მოგვიანებით პრეზიდენტები რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთანერთად ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)