ხვალ,  17:00 საათზე, საპარტიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ სააქტო დარბაზში ბავშთა დაცვის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ მომღერლები ნუკრი კაპანაძე და ელენე ფოჩხუა. 

" />
06:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 13:59:42, 694 ნახვა

საზოგადოება
ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

ხვალ,  17:00 საათზე, საპარტიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ სააქტო დარბაზში ბავშთა დაცვის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ მომღერლები ნუკრი კაპანაძე და ელენე ფოჩხუა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საკონცერტო პროგრამის  ძრითადი ნაწილი ეთმობა დისნეის  ანიმაციური ფილმების  საუნდტრეკების საგუნდო ვერსიებს.

მათივე ცნობით, კონცერტზე  სპეციალურად მოწვეულები არიან  თბილისის  ბავშთა  სახლების  აღსაზრდელები და მასზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ და იგი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.

გუნდი  შეიქმნა  2015  წელს. მისი  ჩამოყალიბების  მისია  საქველმოქმედოა. დედაქალაქის მასშტაბით 20-მდე  საჯარო სკოლაში  ჩატარებული კასტინგის  შედეგად მოძიებული იქნა   განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე 50 მოსწავლე.  აქცენტი გაკეთდა  ბავშვებზე  ორი მიმართულებით,  ერთის მხრივ ბავშვები, რომლებიც  წარმოადგენენ  სოციალურად  დაუცველ  ფენას;  მეორეს მხრივ მუსიკალური განათლების  არმქონე  ბავშვებზე.

2015  წლის  დეკემბერში  ჩატარდა  გუნდის პრეზენტაცია კონცერტი, სადაც  გუნდმა   სხვადასხვა ჟანრში წარმოაჩინა  შესაძლებლობები.

2016  წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და  ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების  II  ეროვნულ კონკურსში, სადაც   თავის ქვეკატეგორიასა და  ასაკობრივ ქვეჯგუფში  მიეკუთვნა პირველი ადგილი და ოქროს მედალი.

პროექტის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’ (ხელმძღვანელი  დამსახურებული არტისტი   ნინელი ჭანკვეტაძე); პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების  ცენტრი; პროექტის  ხელმძღვანელი და გუნდის მთავარი დირიჟორი -შიო  აბრახამია, ქორმაისტერები - თამარ  თალაკვაძე და სალომე მაკარი ძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics