2015-01-08 16:57:03, 671 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შსს: სტამბოლში, პოლიციის განყოფილებაში თავი რუსეთის მოქალაქემ აიფეთქა
„სტამბოლში, პოლიციის განყოფილებაში თვითმკვლელი ქალი, რომელმაც თავი ხელყუმბარით აიფეთქა, რუსეთის მოქალაქე დიანა რამაზოვა იყო“,-ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, თვითმკვლელი ქალი აფეთქებამდე ტაქსის მძღოლს რუსულად ესაუბრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, სტამბოლში, პოლიციის განყოფილებაში თვითმკვლელმა ქალმა თავი ხელყუმბარით აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა ერთი კი, დაიჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან