|
2016-05-28 21:54:55, 1173 ნახვა
რეგიონი
დუშეთში ძლიერმა სეტყვამ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დააზარალა
დუშეთში ძლიერმა სეტყვამ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დააზარალა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ასევე განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის სახლების სახურავებიც. ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომდგენელი. ზურაბ ჯარიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივ გამგეობაში სტიქიის შესახებ ინფორმირებულები არიან და ხვალიდან შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ზარალზე იმუშავებს. „ზარალი ნამდვილად დიდია და ხალხი საჭიროებს დახმარებას. რაც უფრო ადრე მოხდება ეს დახმარება, უკეთესია. სახელმწიფო დაეხმარება მოსახლეობას, რის საშუალებაც და შესაძლებლობაც იქნება,“ - განაცხადა ზურაბ ჯარიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)