|
2016-05-27 19:25:34, 659 ნახვა
სხვადასხვა
2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 268 ვალდებულებიდან 245 ვალდებულება უკვე შესრულებულია
27 მაისს სასტუმროში„რედისონ ბლუ ივერია“ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის, თელავისა და რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ წარმოადგინა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2015 წლის მეორე ექვსი თვის შესრულების პროგრესისა და 2015 წლის მონიტორინგის ანგარიშები და რეკომენდაციები.დოკუმენტი მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოდიაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015 წლის 4 თებერვალს დაამტკიცა.ანგარიშებში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ 13 სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად მიაღწია, შეფასებულია ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისშესრულების პროცესი, არსებული გამოწვევები, აგრეთვე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებები და რეკომენდაციები.დღესათვის, აღებული 268 ვალდებულიდან 245 ვალდებულება უკვე შესრულებული. სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ2015-2016 წლების განახლებულიანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებს მეთოთხმეტე პრიორიტეტი - „კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში“დაემატა. საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გახდნენ. შესაბამისად, საბჭოს წევრთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა აგრეთვე, ღიამმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის 2015 წლის ნოემბერი-დეკემბრის შესრულების მონიტორინგი შედეგების ანგარიში. სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარის მოხსენებაქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შესახებ, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის მოხსენება„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)