2016-05-27 12:42:41, 532 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დიასპორის ფორუმზე, პრეზიდენტისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს და დავით უსუფაშვილს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამ დროისთვის უცნობია, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან