11:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 11:22:46, 631 ნახვა

პოლიტიკა
აშშ სამხრეთ ოსეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავე განცხადებით ეხმაურება.

უწყების პრეს-მდივნის მარკ ტონერის თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია და ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს.

"კარგად იცით ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მასში შედის სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ მცდელობას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის თაობაზე ან სუვერენიტეტის გამოცხადებაზე. ეს არის ისეთი რამ რასაც მხარს ვერასდროს დავუჭერთ", - განაცხადა ტონერმა.

მარკ ტონერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოჰყვა.

ალექსეი პუშკოვი Twitter-ზე წერს, რომ შეერთებული შტატების მოსაზრებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა.

"ვხელმძღვანელობთ რა ოსი ხალხის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომიდინარე და ვიღწვით რა სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციისთვის სამხრეთ ოსეთში, მხარს ვუჭერთ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან შეერთების საკითხზე",- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მერე გაიმართება.

საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ინფორმაცია "ექსპრესნიუსმა" ჯერ კიდევ გუშინ საღამოს მიაწოდა. უწყება ინფორმაციას ამ დრომდე ამოწმებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics