2016-05-26 22:49:47, 5662 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 მაისის სპეციალური ანონსი
27 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) კვლევის - „მონაწილეობითი ბიუჯეტირება: საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“ პრეზენტაციას გამართავს.
მის.: კოსტავას ქ. #45 ა, სასტუმრო „კოსტე“
27 მაისს, 11:00-17:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს.
მის: მიხეილ თამარაშვილის ქ. #13
საკონტაქტო პირი მადლენა მაჭარაშვილი - 591076171
27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ყოველწლიური, რიგით 24-ე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციაში სდასუს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
მის: ი. ჭავჭავაძის გმზ. #25
27 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ. #7
27 მაისს, 14:00 საათზე, „ისრაელის სახლში“, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ებრაულენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი N4, მეორე სართული
27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი - გამოვლინდება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან