|
2016-05-26 18:36:20, 675 ნახვა
პოლიტიკა
მსოფლიოს ლიდერები გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მსოფლიოს ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავენ. გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქმენეთის, ყაზახეთისა და შვედეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა მიულოცეს: „თქვენო აღმატებულებავ, თურქმენი ხალხისა და მთავრობის, ასევე ჩემი სახელით, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. ვსარგებლობ რა ამ საუკეთერსო შესაძლებლობით, მსურს გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენს საქმიანობაში მეგობარი ქართველი ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის. მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მილოცვაში. „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს ყველა ახალ წამოწყებაში, მოძმე ქართველ ერს კი, მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში. „თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს გადმოქცეთ ჩემი გულითადი მოლოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. ასევე ვუსურვო ქალთველ ხალხს კეთილდღეობა", - აღნიშნულია შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავის მილოცვაში. დამოუკიდებლობის დღეს გიორგი მარგველაშვილს საფრანგეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებიც ულოცავენ: „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენ და ქართველ ხალხს და გისურვოთ ბედნიერება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. 2014 წლის 13 მაისს, თბილისში ვიზიტისას თქვენ მიერ ჩემს პატივსაცემად გამართული მიღების შემდეგ, ჩემთვის სასაიმოვნო იყო თქვენი მიღება პარიზში, 21 აპრილს, საფრანგეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თქვენს ვიზიტს, ლევილ-სურ-ორჟის მონახულებასთან ერთად, ისტორიული და მემკვიდრეობითი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც გვახსენებს იმ მოვლენებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული კავშირების დამყარებას. მოხარული ვარ, რომ ამას ხაზი თქვენ თავად გაუსვით მიღების დროს, პარიზში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე იუბილე იზეიმეთ. საქართველოს ეროვნული დღესასწაული საშუალებას მაძლევს კვლავ დავადასტურო საფრანგეთის მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება წელს გამადმწყვეტ ეტაპზე გადავიდა. მსურს, მივესალმო საქართველოს მიერ უკვე განხორციელებულ რეფორმებს და მისი გაგრძელებისკენ მოგიწოდოთ. მეგობრული კავშირი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ღრმაა და ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს. სურვილს გამოვთქვამ, ამ ურთიერთობების გაღრმავებისათვის. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფიციალურ წერილში. "ძვირფასო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, პოლონელი ერისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულწრფელი და მეგობრული მილოცვა საქართველოს დამუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით. პოლონეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კონტაქტები და პარტნიორული ურთიერთობები არის არა მხოლოდ 25 წლიანი, აქტიური პარტნიორობის, არამედ ჩვენ ქვეყნებს შორის ასწლოვანი ისტორის შედეგია. პოლონელები და ქართველები დიდი ხნის მანძილზე იბრძოდნენ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. 1918 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი პოლონეთი ხელმეორედ დაიბადნენ, ჩვენმა მთავრობებმა დაამყარეს თანამშრომლობა. პოლონეთი, რომელმაც შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა, არ ცნო საქართველოს 1921 წლის საბჭოთა ანექსია. მან ქართველი ოფიცრები მიიღო საკუთარ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მათ გაუწიეს დიდი სამსახური და მსხვერპლი გაიღეს მეორე სამშობლოს დასაცავად. მრავალი წლის შემდეგ, 1989 წლის მშვიდობიანი რევოლუციების შედეგად და ცვლილებები, რომელმაც მოიცვა მთელი აღმოსავლეთ ბლოკი, პოლონელებმა და ქართველებმა დაიწყეს საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს შენება ახლიდან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ დროს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი და პოლონელები, ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ან რაიმე სახის სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივ დარღვევას. პოლონეთის რესპუბლიკა ყოველთვის თანმიმდევრული იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისადმი. საქართველომ, როგორც ევროპის ცივილიზაციის ნაწილმა, უნდა დაიმკვიდროს შესაბამისი ადგილი ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის. პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს ყველა ახალ წამოწყებაში, საქართველოსა და ქართველი ერის კეთილდღეობისა და აღმავლობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა", -ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მისალოც წერილში.
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)